დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

გურჯაანში ურთიერთშელაპარაკებისას მამაკაცმა სამი თანასოფლელი დაჭრა 15.01.2021 23:13

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეგაანში სამი ადამიანი დაჭრეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. imedinews-ის ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით მეზობელმა სამი თანასოფლელი დაჭრა, რომლებიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალსის“ საავადმყოფოში მოათავსა. ექიმების თქმით, დაჭრილებს დაზიანებები გულ-მკერდისა და მუცლის არეში აქვთ მიყენებული. ორ პაციენტს ამ წუთებში გადაუდებელი ოპერაცია უტარდება. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. დაჭრის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ