დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

დონალდ ტრამპი ვაშინგტონს 20 იანვარს, დილით ადრე დატოვებს - ინაუგურაციას მაიკ პენსი დაესწრება 15.01.2021 23:45

ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ახალი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციის დღეს ვაშინგტონს დილით ადრე დატოვებს და ცხოვრებას ფლორიდაში გააგრძელებს. ამის შესახებ ამერიკული მედია იუწყება. დონალდ ტრამპმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ქვეყნის მომავალი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციას არ დაესწრება. ბაიდენის ინაუგურაციაზე დასწრებას გეგმავს მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი.

 

გავრცელებული ინფორმაციით, დონალდ ტრამპი გამოსამშვიდობებელ ღონისძიებას მერილენდის შტატში, ენდრიუს ავიაბაზაზე გამართავს, შემდეგ კი, ფლორიდაში გაემგზავრება. აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ