00:48 16.01.2021
ქუთაისში გელათის რესტავრაციისას გამოვლენილი ხარვეზების თაობაზე პარლამენტის კომიტეტის სხდომა გაიმართა
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი და კომიტეტის წევრები გელათში ვიზიტით იმყოფებოდნენ. ისინი ძეგლზე რამდენიმე წლის წინ დაწყებულ სარესტავრაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ. ვიზიტის შემდეგ, ქუთაისის ეროვნული არქივის შენობაში გელათის მონასტრის კონსერვაცია-რესტავრაციის პროცესში გამოვლენილი ხარვეზების თაობაზე კომიტეტის სხდომა გაიმართა. დეპუტატებმა მოისმინეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ნიკა ანთიძის მოხსენება და რესტავრატორ კახა ტრაპაიძის შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით. კომიტეტის სხდომას ასევე ესწრებოდნენ საზოგადოების წარმომადგენლები და დარგის დამოუკიდებელი სპეციალისტები. შეხვედრის დიდი ნაწილი გამოსავლის შესახებ მსჯელობას დაეთმო.



ავტორ(ებ)ი :