დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

„ექსპო ჯორჯიასთან“ „სირცხვილიასა“ და „შეცვალეს“ აქტივისტები აქციას მართავენ 16.01.2021 13:28

„ქართული ოცნების“ ყრილობის პარალელურად, აქცია მიმდინარეობს. „ექსპო ჯორჯიასთან“ შეკრებილი არიან მოძრაობა „სირცხვილიასა“ და „შეცვალეს“ წევრები.

 

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ,„ ირაკლი კობახიძე 20 ივნისის მოვლენების შემოქმედია“. ამასთან, ისინი საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. მათი განცხადებით, 31 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა.

 

ცოტა ხნის წინ აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვა სცადეს, რასაც პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა. სამართალდამცველებმა მათ საავტომობილო მოძრაობის შეფერხების საშუალება არ მისცეს.  პოლიციამ რამდენიმე ადამიანი ტერიტორიიდან გაიყვანა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge ნინო ოთარაშვილი

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ