დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

ირაკლი ღარიბაშვილი - განახლებული ენერგიით შევძლებთ, ჩვენი ქვეყანა გავიყვანოთ გამოწვევებიდან 16.01.2021 14:51

ჩვენ, ერთიანი ძალისხმევით, ერთიანი, განახლებული ენერგიით, განახლებული გუნდით შევძლებთ, ჩვენი ქვეყანა გავიყვანოთ გამოწვევებიდან და რაც მთავარია, ყველა ის პრობლემა, რაც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს, დავძლიოთ ერთობლივი ძალისხმევით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ყრილობის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

მან „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა.

 

„მინდა, პირველ რიგში მივულოცო პარტიის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს ამ მეტად საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დანიშვნა. მოგეხსენებათ, დღეს ჩატარდა რიგით მე-6 ყრილობა და ჩვენ ერთხმად, ერთსულოვნად ავირჩიეთ ბატონი ირაკლი ამ თანამდებობაზე. მე ასევე მინდა გითხრათ, „ქართული ოცნება“, როგორც ერთიანი გუნდი, სრულად იღებს პასუხისმგებლობას ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე და ზოგადად, სხვა სიტუაციაზე. ჩვენ, ერთიანი ძალისხმევით, ერთიანი, განახლებული ენერგიით, განახლებული გუნდით შევძლებთ ჩვენი ქვეყანა გავიყვანოთ ამ გამოწვევებიდან და რაც მთავარია, ყველა ის პრობლემა, რაც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს, დავძლიოთ ერთობლივი ძალისხმევით. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ვართ ერთიანი გუნდი, რომელიც უკვე მესამედ იქნა გამოცხადებული გამარჯვებულად, საქართველოს მოსახლეობამ გამოგვიცხადა უკვე მესამედ საპარლამენტო არჩევნებში ნდობა და ამ ნდობას რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი ერთად მაქსიმალურად მოვუფრთხილდებით. ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის წინაშე“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge ნინო ოთარაშვილი

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ