დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

ირაკლი კობახიძე - საზოგადოებას სიმშვიდე და სტაბილურობა უნდა 16.01.2021 15:40

მე მგონი, ეს არის მაქსიმალური ხმაური, რასაც ვხედავთ ჩვენ გასული თვეების მანძილზე, – ასე უპასუხა  პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას, მისი არჩევა ხმაურისა და აქციების ფონზე მოხდა.

 

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, პროცესები წარიმართება მშვიდად, საზოგადოებას უნდა სიმშვიდე, სტაბილურობა და საზოგადოებას უნდა ის, რომ პოლიტიკური პროცესი მოექცეს ჯანსაღ სივრცეში.

 

„ყველაზე ჯანსაღი სივრცე ამისათვის არის ბუნებრივია, საქართველოს პარლამენტი. ეს არის საზოგადოების დაკვეთა, ეს არის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მოწოდება. თქვენ ნახეთ გუშინ გავრცელდა ევროპის საბჭოს განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს ოპოზიციურ პარტიებს, შემოუერთდნენ საქართველოს პარლამენტს და საკმაოდ მკაცრი ფორმით არის ეს მოწოდება გაჟღერებული. ბუნებრივია, ყურად უნდა იღოს ოპოზიციამ როგორც საზოგადოების დაკვეთა, ასევე საერთაშორისო პარტნიორების მოწოდება და ასეთ შემთხვევაში ისინი უნდა შემოუერთდნენ ბუნებრივია, საქართველოს პარლამენტს. ჩვენთვის პირველ რიგში განმსაზღვრელი არის ქართული ელექტორატის გადაწყვეტილება და თქვენ იცით, რომ მილიონამდე საქართველოს ამომრჩეველმა მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“ და მათი დაკვეთით, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის დაკვეთით, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას იმ პრობლემების დაძლევაზე, რომელიც დგას ხალხის წინაშე და ქვეყნის წინაშე. ჩვენთვის არის განმსაზღვრელი ბუნებრივია საზოგადოების ნება, რომელიც გამოიხატა 31 ოქტომბრის არჩევნებში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge ნინო ოთარაშვილი

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ