დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

მამუკა მდინარაძე - პოლიტიკური იმუნიტეტის აღდგენასა და გაძლიერებაზე ვსაუბრობთ 16.01.2021 15:53

ბიძინა ივანიშვილის წასვლით გამოწვეული სერიოზული დანაკლისი ჩვენ უნდა შევავსოთ გაათმაგებული ძალისხმევით, იმიტომ, რომ ერთია პარტიის სტრუქტურა, მისი გაძლიერება, ამომრჩეველთან ურთიერთობა და ინტენსიური კომუნიკაცია და მეორეა ქვეყნის მართვა,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პარტიის ყრილობის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

მისი თქმით, განსაკუთრებული ორიგინალურობა არ არის იმაში, რომ ბიძინა ივანიშვილის წასვლა პარტიიდან და პოლიტიკიდან არის ძალიან სერიოზული გამოწვევა. მდინარაძის შეფასებით, ივანიშვილი ყველაზე დიდი ქველმოქმედება იყო პოლიტიკური ქველმოქმედება, როდესაც მან გადაწყვიტა, დაემარცხებინა ავტოკრატიული რეჟიმი და შეექმნა დემოკრატიული ინსტიტუტების ერთობლიობა.

 

„ამიტომ ვსაუბრობთ, სწორედ, პოლიტიკური იმუნიტეტის აღდგენასა და გაძლიერებაზე. ამაზე შემთხვევით არ ვსაუბრობთ, იმიტომ, რომ ეს სერიოზული დანაკლისი ჩვენ უნდა შევავსოთ გაათმაგებული ძალისხმევით, იმიტომ, რომ ერთია პარტიის სტრუქტურა, მისი გაძლიერება, ამომრჩეველთან ურთიერთობა კიდევ უფრო ხშირი და ინტენსიური კომუნიკაცია და მეორეა ქვეყნის მართვა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან სერიოზული გამოცდილება დაგვიგროვდა ამ ხნის განმავლობაში, როგორც პოლიტიკურ სუბიექტს „ქართულ ოცნებას“, ამაში ერთ- ერთი მთავარი ფაქტორი იყო თვითონ პოლიტიკოსი ბიძინა ივანიშვილი და არა ქველმოქმედი და პიროვნება და შემთხვევით არც იმაზე ვსაუბრობთ ხოლმე, რომ ყველაზე დიდი მისი ქველმოქმედება იყო პოლიტიკური ქველმოქმედება, როდესაც მან გადაწყვიტა, რომ დაემარცხებინა ავტოკრატიული რეჟიმი და მეორე, შეექმნა დემოკრატიული ინსტიტუტების ერთობლიობა, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში განაპირობებდა ქვეყნის დემოკრატიულ მართვას. სწორედ მაშინ, როდესაც ეს ადამიანი დარწმუნდა, რომ ასეთი ინსტიტუტები შეიქმნა, არის სერიოზული საფუძველი საიმისოდ, რომ ჩვენ შეგვიძლია უკვე ვილაპარაკოთ თამამად ქვეყნის დემოკრატიული განვითარების შეუქცევადობაზე, სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა მან პოლიტიკისა და პარტიის დატოვება,“- განაცხადა მდინარაძემ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge ნინო ოთარაშვილი

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ