დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

ვასილ მაღლაფერიძე - ირაკლი კობახიძე იყო პირველი, ვინც თანამდებობა შემომთავაზა, შემდეგ კახა კალაძეს ვესაუბრე 16.01.2021 16:12

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილისა და პოლიტიკური საბჭოს წევრის, ვასილ მაღლაფერიძის განცხადებით, მან პარტიული თანამდებობის შესახებ შეთავაზება საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობიდან წასვლის შემდეგ მიიღო. როგორც მაღლაფერიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პარტიულ თანამდებობაზე დათანხმება ტელევიზიიდან წასვლასთან კავშირში არაა.

 

„ძალიან საინტერესო გუნდია და მე ვფიქრობ, რომ ძალიან ღირსეულად გაართმევს თავს იმ გამოწვევებსა და პასუხისმგებლობებს, რომლებიც ქვეყნის წინაშე დგას. თავმჯდომარის მოადგილის პირველი ფუნქცია არის თავმჯდომარისთვის მართვაში ხელის შეწყობა. როცა შემოთავაზება მივიღე და საუბარი იყო ამის შესახებ, ეს საინტერესოდ მეჩვენა, მითუმეტეს, იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც ჩვენ ქვეყანას აქვს. ტელევიზიიდან წავედი ივლისსა თუ აგვისტოში. ქართველები ასე არ ვგეგმავთ, კარგია, რომ ვგეგმავდეთ. ეს ამასთან არ იყო კავშირში. ირაკლი კობახიძე იყო პირველი, ვინც შემომთავაზა, შემდეგ კახა კალაძეს ვესაუბრე და ა.შ. ძალიან საინტერესო ეტაპი იწყება, იმიტომ, რომ წავიდა ძალიან მნიშვნელოვანი და გამოკვეთილი ლიდერი. პარტიამ უნდა გააგრძელოს მის გარეშე ფუნქციონირება, ეს საქართველოსთვის ხშირი მოვლენა არაა. ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აწევს ამ პარტიას. ძალიან საინტერესო გუნდია და შეძლებს ამ გამოწვევებს ღირსეულად უპასუხოს. ამ პარტიამ უნდა შეძლოს და შეასრულოს ქართულ პოლიტიკაში ფლაგმანის როლი. ჩვენ გვჭირდება სტაბილურობა, მდგრადი განვითარება, მშვიდობა და გონიერი ნაბიჯები“, - განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ