დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

„ექსპო ჯორჯიასთან“ დაკავებული სამოქალაქო აქტივისტი გიორგი მუმლაძე გაათავისუფლეს 16.01.2021 16:18

„ექსპო ჯორჯიასთან“ მიმდინარე საპროტესტო აქციისას დაკავებული სამოქალაქო აქტივისტი გიორგი მუმლაძეც გაათავისუფლეს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ის პოლიციამ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა. მანამდე 8 აქტივისტი გაათავისუფლეს.

 

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას მედავებიან. კერძოდ, 166-ე და 173-ე მუხლებს, რაც წვრილმან ხულიგნობას და დაუმორჩილებლობას ნიშნავს. ჩვენ, სამოქალაქო აქტივისტები ვცდილობდით, რომ ხელი შეგვეშალა იმ პროცესისთვის, რასაც ხმების ქურდების ყრილობა ერქვა, ამას ვაპროტესტებდით. შესაბამისი პასუხი გვქონდა დაკავების პროცესში პოლიციის მხრიდან გამოვლენილ ძალადობაზე. დაკავებული ყველა აქტივისტი გაგვათავისუფლეს", - განაცხადა გიორგი მუმლაძემ.

 

„ექსპო ჯორჯიასთან" გამართულ საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით პოლიციამ 9 სამოქალაქო აქტივისტი დააკავა. აქტივისტების ინფორმაციით, ყველა მათგანი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ