დღე: 25

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

იაგო ხვიჩია - საერთაშორისო პარტნიორები ან უნდა დაარწმუნო, რომ მართალი ხარ, ან დაუჯერო მათ და შეხვიდე პარლამენტში 16.01.2021 16:34

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის პარალელურად, გააქტიურდა ევროპელი პარტნიორების მოწოდება, რომ ოპოზიცია უნდა შევიდეს პარლამენტში. "ძირი არ გამოუთხაროთ პარლამენტის დემოკრატიულ ფუნქციონირებას", - ასეთია საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების მიმართვა ოპოზიციის მისამართით. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2020 წლის მონიტორინგის ანგარიშში ნახსენებია, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნებს აკვირდებოდნენ საერთაშორისო და ადგილობრივი მისიები, რომელთაც ერთხმად დაასკვნეს, რომ არჩევნები იყო კონკურენტული, ის ჩატარდა ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვით და პარტიებს შესაძლებლობა ჰქონდათ კამპანია თავისუფლად ეწარმოებინათ.

 

ოპოზიციის ის ლიდერები, რომლებიც ოპოზიციის რადიკალური ნაწილისგან განსხვავებით, საკანონმდებლო ორგანოში შესვლისთვის მზადა არიან, ახალი პირობების სანაცვლოდ, აღნიშნულ ანგარიშს აფასებენ. 

 

"მე მესმის ისე, როგორც არის ნათქვამი, რომ საერთაშორისო პარტნიორები ან უნდა დაარწმუნო იმაში, რომ შენ მართალი ხარ და სიმართლე არის შენს მხარეს, ან დაუჯერო მათ რჩევას და შეთანხმდე ხელისუფლებასთან და შეხვიდე პარლამენტში. ზოგადად, დიდი შანსია, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმება შედგეს. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ვერ ვხედავ ოპოზიციაში ალტერნატიულ გეგმას," - აცხადებს პოლიტიკური გაერთიანება ”გირჩის” თავმჯდომარე იაგო ხვიჩია.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ