დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

გიორგი რურუა - ჩემო მეგობარო ალეკო, ჩემს უკანონო დაკავებაში და უკანონო პატიმრობაში, პასუხისმგებლობა ეკისრება ერთადერთ ადამიანს 16.01.2021 17:24

 „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილე, გიორგი რურუა, რომელიც ამჟამად სასჯელს იხდის, სოციალურ ქსელში „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებას ეხმაურება და პარტიის ლიდერს ღიად მიმართავს:

ჩემო მეგობარო ალეკო, ჩემს უკანონო დაკავებაში და ასევე უკანონო პატიმრობაში, პასუხისმგებლობა ეკისრება ერთადერთ ადამიანს - ბიძინა ივანიშვილს. მადლობა მინდა გადავუხადო არასამთავრო ორგანიზაციებს, დამოუკიდებელ მედიას და პრინციპულ ოპოზიციას, რომლებიც მეხმარებიან ჩემი უდანაშაულობის დადგენაში. და ბოლოს, მინდა განვაცხადო, რომ სრულად მხარს ვუჭერ დასავლური ოპოზიციური პარტიების პოზიციას.
ბიძინა ივანიშვილის პირადი პოლიტპატიმარი გიორგი რურუა
15 იანვარი 2021 წელი
შეგახსენებთ, რომ „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, დღეს გიორგი რურუა გარეთ რომ არ არის, დიდწილად ოპოზიციის ბრალია. ამის შესახებ მან „ფორმულას“ ეთერში, 8 მარტის შეთანხმებაზე საუბრისას განაცხადა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ