დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

კას­პში დაკავებული ყოფილი პოლიციელის დედა აცხადებს, რომ მის შვილს ბიზ­ნეს­პარტნი­ორ­ები ემუქრებოდნენ 16.01.2021 17:54

 

 

ახალგაზრდა, რო­მელ­საც კას­პში მძევ­ლე­ბი ჰყავ­და აყ­ვა­ნი­ლი, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლია და მან პი­რა­დი გან­ცხა­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე პოს­ტი 2018 წელს და­ტო­ვა. ეს ინფორმაცია ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ, ვლდი­მერ ბორ­ცვა­ძემ გაავრცელა. 

 

"ის იყო ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრო­მე­ლი. მან 2018 წელს პო­ლი­ცი­ის რი­გე­ბი და­ტო­ვა და სამ­სა­ხუ­რი­დან წა­ვი­და. პი­რა­დი პა­ტა­კით და­ტო­ვა სამ­სა­ხუ­რი“, - აცხა­დებს ბორ­ცვა­ძე. ყო­ფი­ლი პო­ლი­ცი­ე­ლი, რო­მელიც ამჟამად დაკავებულია, გი­ორ­გი მე­ნაბ­დიშ­ვი­ლია. "ტვ პირ­ვე­ლი" და­კა­ვე­ბუ­ლის დე­დას ესა­უბ­რა. დედა აცხადებს, რომ მის შვილს პრობ­ლე­მე­ბი ბიზ­ნეს­პარტნი­ორ­თან ჰქონ­და, რო­მე­ლიც მე­ნაბ­დიშ­ვილს მოკ­ვლით ემუქ­რე­ბო­და. მისივე ინ­ფორ­მა­ცი­ით, გი­ორ­გი მე­ნაბ­დიშ­ვი­ლი ქვის სა­ამ­ქროს ერთ-ერთი მე­წი­ლეც იყო და და­ახ­ლო­ე­ბით 10-პრო­ცენ­ტი­ან წილს ფლობ­და. რო­გორც და­კა­ვე­ბუ­ლის დედა ამ­ბობს, მის შვილს და­ნარ­ჩე­ნი მე­წი­ლე­ე­ბი სთხოვ­დნენ, რომ ბიზ­ნე­სი­დან გა­სუ­ლი­ყო.

 

"ემუქ­რე­ბოდ­ნენ.. 6 თვეა ჩემი შვი­ლი იქ მუ­შა­ცაა, ყვე­ლა­ფე­რია. ბო­ლოს ორი დღის წინ ვნა­ხე. მე­უბ­ნე­ბო­და, რომ მას ემუქ­რე­ბოდ­ნენ, ამ ფაქტს არ მა­ლავ­და, პო­ლი­ცი­ა­შიც იჩივ­ლა" - ამ­ბობს ბრალ­დე­ბუ­ლის დედა.

 

ცნო­ბის­თვი­ის, გი­ორ­გი მე­ნაბ­დიშ­ვი­ლი კას­პში, ერთ-ერთი სა­წარ­მოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­იჭ­რა და სა­ნა­დი­რო თო­ფის მუ­ქა­რით ორი მო­ქა­ლა­ქე მძევ­ლად აიყ­ვა­ნა. რამ­დე­ნი­მე­სა­ა­თი­ა­ნი აქ­ტი­უ­რი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შე­დე­გად, თავ­დამ­სხმე­ლის მიერ მძევ­ლად აყ­ვა­ნი­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი უვ­ნებ­ლად გა­ათა­ვი­სუფ­ლეს. შს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­მა­კა­ცი მძი­მე ფსი­ქი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ