დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

ნატო ჩხეიძე - ბიძინა ივანიშვილს სურვილი აქვს, დაიმალოს და არ გამიკვირდება, ისე ძალიან მოინდომოს, რომ სახის ოპერაციაც გაიკეთოს 16.01.2021 19:25

არ გამიკვირდება, ბიძინა ივანიშვილმა ისე ძალიან მოინდომოს გაქრობა, რომ სახის ოპერაციაც გაიკეთოს, მერე გვაძებნინოს ჩვენ, სად არის ივანიშვილიო, – ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის წევრმა, ნატო ჩხეიძემ ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში განაცხადა.

 

„ვაშინგტონ პოსტს“, როდესაც ტრამპის მაგალითი მოჰყავს და რაღაც კუთხით ბიძინა ივანიშვილს ადარებს, „ქართული ოცნების“ წევრები ამას კარგად უნდა დაუკვირდნენ, რადგან ტრამპი პოლიტიკურ წრეებში უკვე ნეგატიური ფიგურაა და იმდენად ნეგატიური, რომ მისი იმპიჩმენტის პროცესს ბოლომდე მიიყვანენ. გასაგებია, რომ აღარ არის პრეზიდენტი, მაგრამ მას საშუალება აღარ უნდა ჰქონდეს იმისა, რომ კიდევ დაბრუნდეს პოლიტიკაში. ეს არის მინიშნება, რომ ამ სახის ლიდერები აღარ უნდა იყვნენ დემოკრატიული ერის მმართველობაში. ტყუილად არ იყო ეს შედარება. ბიძინა ივანიშვილს სურვილი აქვს, რომ დაიმალოს. მე არ გამიკვირდება, ისე ძალიან მოინდომოს გაქრობა, რომ სახის ოპერაციაც გაიკეთოს, მერე გვაძებნინოს ჩვენ, სად არის ივანიშვილიო. რომ არავის აღარ უნდა ახსოვდეს ივანიშვილი, თუმც მისი არსებობა უნდა იცოდეს რამდენიმე ადამიანმა, რომელზეც გავლენას მოახდენს. ასე ნამდვილად ვერ გაგრძელდება იმის გამო, რომ ქვეყანა უკან-უკან მიდის. მათი რეფორმები არის ქვეყნის უკან სვლა, რასაც ამ რვა წლის განმავლობაში ვხედავთ“, – აცხადებს ნატო ჩხეიძე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ