დღე: 20

ღამე: 9

USD 2.68

EUR 2.8848

რომან გოცირიძე - წავიდა თუ არა? არსად წასულა, გარდაისახა - ის ახლა ვასიკოშია, ორ ირაკლიშია, ერთ კახაშია, თეაშია და გიაშია 16.01.2021 19:54

 „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება „ქართული ოცნების“ დღევანდელ ყრილობას და პოლიტსაბჭოს ახალ შემადგენლობას აფასებს:

თოფიანები და ფულიანები - ასე შეიძლება დავახასიათოთ ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა. შეუცვლელი და ხელშეუხებელი მინისტრები, რომლებიც მთლიანად აკონტროლებენ ბიუჯეტს და ძალოვან ბლოკს, პლიუს საპარლამენტო წარმომადგენლობა ”დამამშვენებლის” როლით. ამათ დამატებული მარიონეტი გენერალური პროკურორი და მირჩილი პირებით დაკომპლექტებული სასამარათლო სისტემა, მართული ეროვნული ბანკი და რა მივიღეთ? ივანიშვილის ოცნების ხელისუფლება. წავიდა თუ არა? არსად წასულა, გარდაისახა. ის ახლა ვასიკოშია, ორ ირაკლიშია, ერთ კახაშია, თეაშია და გიაშია. იმ ასფალტშია, რომელსაც მაია დააგებს და ფინანსთა მინისტრი( სულ მავიწყდება მისი სახელი) დააფინანსებს ნასესხები ფულით, იმ ვაქცინაშია, რომელიც კორონას შემუსრავს და იმ რადიოტალღებშია, რომელიც ”იმედს” აფრქვევს ქვეყანაში. იმ ჩაქუჩშია, რომელსაც სპიკერი დასცხებს მაგიდაზე და იმათ გულშია სავსე , ვისი ჯიბეც გაავსო. ყველგანაა და წავიდაო! ესეც რწმენის საკითხია. რწმენას ხომ გაგებით უნდა მოვეკიდოთ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ