დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

სიკვდილზე გამარჯვებულმა კაპიტანმა სვეტიცხოვლის ტაძარში საყვარელ ქალს ხელი სთხოვა 16.01.2021 20:31

თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი ბექა მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს:

მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, კაპიტანმა ივერი ბუაძემ, რომელსაც ამერიკელმა ექიმებმა სიკვდილზე გამარჯვებული შეარქვეს, საცოლეს რუსუდან სიმონიშვილს დაბადების დღეზე სიურპრიზი მოუწყო და მოულოდნელად ხელი სთხოვა, რაზეც დადებითი პასუხი მიიღო. ივერი ბუაძემ სხეულის მძიმე დაზიანება ჩრდილოეთ ავღანეთში, ფარვანის პროვინციაში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესრულებისას, ბაგრამის ავიაბაზის ახლოს თვითმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელებული აფეთქების შედეგად მიიღო. მან სწრაფად იმოქმედა, სხეულით გადაეფარა აფეთქების ძირეულ ტალღას და სიცოცხლისთვის სახიფათო სხეულის მძიმე დაზიანებების ფასად მოახერხა გარშემო მყოფთა სიცოცხლის შენარჩუნება. ივერი ბუაძემ სამედიცინო რეაბილიტაციის ხანგრძლივი კურსი გერმანიაში, აშშ-სა და საქართველოში გაიარა. გადატანილი 63 მძიმე ოპერაციის შემდეგ, ის ქართველ სამხედროებთან ერთად კვლავ დგას ქვეყნის სამსახურში. ამჟამად ქართველი ოფიცერი ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ტაქტიკური მომზადების ინსტრუქტორად მუშაობს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ