დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

„ვაშინგტონ პოსტი" - საქართველოში, ოლიგარქი, რომელიც ტრამპის ანალოგია, ამბობს, რომ ტოვებს პოლიტიკას. ბევრს მისი არ სჯერა 16.01.2021 21:25

საქართველოში, ოლიგარქი, რომელიც ტრამპის ანალოგია, ამბობს, რომ ტოვებს პოლიტიკას. ბევრს მისი არ სჯერა - ამ სათაურით "ვაშინგტონ პოსტი" სტატიას აქვეყნებს. სტატიაში ნათქვამია, რომ "თითქმის ათი წელია საქართველოს - ტრამპის მსგავსი ლიდერი მართავს". "მილიარდელი, რომელმაც პოლიტიკური ძალა შექმნა, შავი ზღვისა და კავკასიის ქვეყნის დე ფაქტო მმართველად იქცა. ახლა, 64 წლის ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რათა თავისი საქმიანობა ქველმოქმედებისკენ წარმართოს. ეს შთამაგონებელი ამბავია, მაშინ, როცა პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების ლიდერები ხშირად ძალაუფლებას ეჭიდებიან და იშვიათად მიდიან საკუთარი ნებით. გამოცემა ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომლის მიხედვით იგი უარს ამბობს ყველაფერზე, რათა დრო დაუთმოს ფილანთროპის როლში მთელი თავისი ქონების გაცემას საქველმოქმედო მიზნებისთვის, მისაბაძ ნარატივს უწოდებს. სტატიაში აღნიშნულია, რომ ბიძინა ივანიშვილის მიდგომა მკვეთრად განსხვავდება ტრამპის, ვლადიმერ პუტინის და ლუკაშენკოს პოზიციებისა და მიდგომებისგან. საუბარია ვლადიმერ პუტინის შარშან საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებაზე, რათა შეინარჩუნოს ძალაუფლება 2036 წლამდე, ასევე ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოზე და მის განცხადებაზე, რომ აგვისტოს არჩევნებში, რომელიც საყოველთაოდ დაგმეს, როგორც გაყალბებული, მეექვსედ მოიპოვა გამარჯვება და პრეზიდენტ ტრამპის პოზიციაზე.

 

 

ივანიშვილის პოლიტიკური ოპონენტებიდან და პოლიტ-ანალიტიკოსებიდან ცოტას თუ სჯერა მისი წასვლის. ისინი ვარაუდობენ რომ ივანიშვილი, მმართველობას კულისებიდან გააგრძელებს და თავიდან აიცილებს პასუხისმგებლობას მმართველ პარტიაზე, რომელსაც მზარდ ანტიდემოკრატიულ მიდრეკილებებში ადანაშაულებენ," - წერს "ვაშინგტონ პოსტი".

 

 

 

 

 

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ