დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

შალვა პაპუაშვილი - ივანიშვილმა თქვა, რომ სტრუქტურას გააძლიერებს და შემდეგ წავა, ის დაელოდა არჩევნების დასრულებას, რაც იყო სწორი 16.01.2021 21:53

ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანი იყო პოლიტიკაში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ახალმა წევრმა, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „ქრონიკა“ განაცხადა.

 

„მისი პოლიტიკური ფაქტორი ნიშნავს, რომ მას აქვს გავლენა და მის სიტყვას აქვს გარკვეული ლეგიტიმაცია, მათ შორის „ქართულ ოცნებაშიც“ და პოლიტიკაშიც. ფაქტორი ნიშნავს იმას, რომ ის შეიძლება ჩრდილავდეს სხვა პოლიტიკურ აქტორებს. იგივე „ქართულ ოცნებაშიც“ და გარეთ, სხვა პარტიებშიც. ასეთი ძლიერი ფიგურა პოლიტიკაში რომ აღარაა აქტიური, ოპოზიციამაც უნდა გამოიყენოს, რადგან თუ აქამდე იყვნენ ჩრდილში, ამ ჩრდილიდან გამოვიდნენ და უფრო აქტიური გახდნენ საზოგადოებაში. რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“ რა თქმა უნდა ივანიშვილი იყო ფაქტორი და სწორედ ამიტომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ არჩევნების შემდეგ წასულიყო და არა მანამდე“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

 

პაპუაშვილი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას დადებითად აფასებს, რადგან მან „ქართული ოცნების“ სტრუქტურა გააძლიერა და ისე წავიდა. „იმდენად პირდაპირ საუბრობს ბიძინა ივანიშვილი თავის გეგმებზე, საჭიროა გავეცნოთ და მივხვდებით. მან თქვა, რომ სტრუქტურას გააძლიერებს და შემდეგ წავა. ის დაელოდა არჩევნების დასრულებას და ვფიქრობ სწორი იყო ამ მომენტში პოლიტიკიდან გასვლა, ვინაიდან წინაა ოთხი წელი და „ქართულმა ოცნებამ“ ერთის მხრივ სრულად უნდა აჩვენოს თავისი რესურსი და ძალა და მოემზადოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ