დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

გიორგი ცუცქირიძე - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ, ფაქტობრივად, დაასრულა ყველანაირი პოლემიკა არჩევნების ლეგიტიმაციაზე 16.01.2021 22:52

გიორგი ცუცქირიძის პოსტი: 
ევროსაბჭოს საპარლამენტო ანსამბლეამ, ფაქტიურად დაასრულა ყველანაირი პოლემიკა არჩევნების ლეგიტიმაციაზე. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2020 წლის მონიტორინგის ანგარიშში, აღნიშნულია, რომ არჩევნები იყო კონკურენტული, რადგან ის ჩატარდა ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვით და პარტიებს შესაძლებლობა ჰქონდათ კამპანია თავისუფლად ეწარმოებინათ.
 
მოხსენებაში ცალსახად, ნეგატურად არის მოხსენებული ოპოზიციის მხრიდან პარლამენტის ბოიკოტირება. ასამბლეა მუდმივად ეწინააღმდეგება საპარლამენტო ბოიკოტებს, რადგან პარლამენტი არის პოლიტიკისა და დებატების ადგილი, ამიტომ მიღებულ მანდატებზე უარი და პოლიტიკის ქუჩაში გადატანის მცდელობა "დემოკრატიის ძირის გამოთხრადაც" კი არის შეფასებული! ამ მოხსენებამ ჩამოშალა ყველა ის არგუმენტი, რასაც ნაცები და ევსაქები, ასევე მათ თამაშს შეყოლილი ლელო ბოიკოტის რეჟიმის ვითომდა სამართლებრივ განზომილებაში დემაგოგიურად აპიარებენ და "წამოკიდებულ" ბარიერგადალახულ სხვა პარტიებსაც ამუნათებენ მხარდაჭერილ მედია სტუდიებიდან, სადაც სპეციალურად შექმნილია ისეთი დებატის ფორმა სწორედ, რომ ბარიერგადალახული მცირე პარტიების პარლამენტში არ შესვლაზეა აგებული. ამ ე.წ კრიტიკულ მედიაში, კითხვათა მთელი აქცენტირებაც აქეთ არის გამიზნული, ბოიკოტის იდეოლოგების მოწვევა და მათი მხრიდან ბოიკოტის აბსოლიტურ ჭეშმარიტებად გამოცხადებაც ამას ემსახურება.
პოლიტიკური სიბეცის, უმწიფრობის თუ ინტუაცია დაკარგულობის ეს განზომილება, თანაბრად ეხება ყველა ფანჩატურმაძიებელს, ახლა საგაზაფხულო აქციებს რომ გვიანონსებენ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ