დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

თოვლის გამო გაჩერებული მგზავრები ყაზბეგის მერიამ საკვებით მოამარაგა 16.01.2021 23:33

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გაჩერებული მგზავრები ყაზბეგის მერიამ საკვები პროდუქტებით მოამარაგა. ყაზბეგის მერიის ინფორმაციით, საკვებით უზრუნველყოფასთან ერთად, ყაზბეგში ჩარჩენილი მოქალაქეები მათ სასტუმროშიც განათავსეს. ყაზბეგის მერთან, ალექსანდრე ზაგაშვილთან ერთად საკვები პროდუქტის გაცემისა და მოსახლეობის მხარდაჭერის პროცესში ჩართული იყვნენ მერის მოადგილეები – თამაზ ალიბეგაშვილი, დავით ქირკაშვილი, კობის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი გივი ჩქარეული და მერიის სხვა თანამშრომლები.

 

საკვები პროდუქტები გადაეცა 100 მგზავრს, ხოლო სასტუმროში გადაყვანილია 14 ადამიანი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის, ქარბუქისა და ზვავსაშიშროების გამო, 11 იანვრიდან აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ