დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

საქართველოში კორონავირუსის 780 ახალი შემთხვევა გამოვლინდა 17.01.2021 11:05

საქართველოში კორონავირუსის 780 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

 

ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 1 608 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 17 პაციენტი.

 

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 9083 ტესტი, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით – 4 796, პისიარ-ტესტით – 4 287.

 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 247 805 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 232 993გამოჯანმრთელდა, 2 933 კი გარდაიცვალა.

 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 853, საიდანაც: 3 659 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 758, აჭარაში – 309, იმერეთში – 701. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 789 პირი, მათ შორის, თბილისში – 368, აჭარაში – 62, იმერეთში – 189. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 231 პირი, მათგან თბილისში – 159, აჭარაში – შვიდი, იმერეთში – 27. 649 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 258 – თბილისში, 303 – აჭარაში, 37 – იმერეთში. 7 545 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

 

საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 472 ადამიანი, თვითიზოლაციაში იმყოფება 23 316 ადამიანი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge ნინო ოთარაშვილი

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ