დღე: 25

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

თამარ გაბუნია - შეხვედრაზე ვაქცინაციის სამიზნე ჯგუფები განვიხილეთ 17.01.2021 11:55

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ვაქცინაციის სამოქმედო გეგმის შესახებ მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა.

 

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ განიხილეს ქვეყანაში ვაქცინის შემოტანის და მისი დანერგვის გზები.

 

„დღეს გაიმართა მორიგი სამუშაო შეხვედრა „კოვიდის“ საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვის გეგმასთან დაკავშირებით. გეგმა დასრულდა, განხილულ იქნა საკოორდინაციო საბჭოზე, ვაქცინაციის კომიტეტზე პარასკევს. დღეს ზუსტდება გარკვეული დეტალები, იმისთვის, რომ საბოლოო სახით მოხდეს გეგმის ფორმალიზაცია მომდევნო კვირაში. განიხილება სამიზნე ჯგუფები და ასევე, ყველა ის ვაქცინა, რომლის გამოყენებაც მოხდება ქვეყანაში. ასეთი ვაქცინა იქნება რამდენიმე, ყველა ის ვაქცინა, რომელსაც ექნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის აღიარება და იქნება უსაფრთხო“, – განაცხადა გაბუნიამ

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge ნინო ოთარაშვილი

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ