დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

ვახტანგ მეგრელიშვილი - უნდა მოვძებნოთ ისეთი გამოსავალი, რომელიც მისაღები იქნება მთლიანად პოლიტიკური სპექტრისთვის 17.01.2021 13:12

ვინაიდან, ყველა ოპოზიციური პარტია აპირებს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას, მოდი, თავად ეს ადგილობრივი არჩევნები ყოველგვარი პლებისციტის გარეშე გამოვიყენოთ ტესტად და პლებისციტის ანალოგ ღონისძიებად, რომ განვსაზღვროთ, როგორია ქვეყანაში პოლიტიკურ ძალთა ბალანსი. თუ აღმოჩნდა, რომ ეს ბალანსი „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგოდ შეიცვალა, ეს იმას ნიშნავს რომ 2020 წელსაც მოიპარა არჩევნები, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე, „გირჩის“ წარმომადგენლები პარტია „მოქალაქეებთან“ შეხვედრის შემდეგ, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერთანაც გეგმავენ შეხვედრას.

 

„ვფიქრობ, გიორგი მომზადებული იქნება ამ საუბრისთვის. ჩვენ უნდა მოვძებნოთ ისეთი გამოსავალი, რომელიც იქნება მისაღები ორი ან სამი პარტიისთვის, არამედ მთლიანად პოლიტიკური სპექტრისთვის. ჩვენ ისეთი გადაწყვეტილება უნდა შევთავაზოთ საზოგადოებას, რომელიც ყველასთვის მისაღები იქნება. არ არის მიზანი ის, რომ ვინმე შევიდეს, საუბარია იმაზე,რომ ჩვენ შორის შესაძლებელი გახდეს საუბარი და ამ საუბრის შედეგად მივიდეთ შეთანხმებამდე. ამას ვცდილობთ ალეკოსთან ერთად. ჩვენ რაც გვინდა იმისთვის, ტექნიკურად საჭიროა ყველა შევიდეს პარლამენტში. რაც ახლა დევს მოლაპარაკების მაგიდაზე, ამ საკითხებიდან ფაქტობრივად ერთადერთი საკითხია მთავარი პრობლემა, ეს არის რიგგარეშე არჩევნები. მის ნაცვლად ოპოზიციის მიერ წინა შეხვედრებზე შეთავაზებული იყო პლებისციტი, რაზეც „ქართული ოცნება“ კატეგორიულად არ თანხმდებოდა. ჩვენი შეთავაზება მდგომარეობს იმაში, რომ ვინაიდან ყველა ოპოზიციური პარტია აპირებს მაინც ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას, მოდი, თავად ეს ადგილობრივი არჩევნები ყოველგვარი პლებისციტის გარეშე გამოვიყენოთ ტესტად და პლებისციტის ანალოგ ღონისძიებად, რომ განვსაზღვროთ როგორია ქვეყანაში პოლიტიკურ ძალთა ბალანსი. თუ აღმოჩნდა, რომ ეს ბალანსი „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგოდ შეიცვალა, ეს იმას ნიშნავს რომ 2020 წელსაც მოიპარა არჩევნები. თუ ვადამდელი არჩევნების ჩატარება გახდა საჭირო, ცესკო-ც შეცვლილი უნდა იყოს და სხვა რეფორმებიც უნდა გვქონდეს“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge ნინო ოთარაშვილი

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ