დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

აშშ-ში დონალდ ტრამპის მხარდამჭერთა მხრიდან შეიარაღებულ დაპირისპირებას ელოდებიან 17.01.2021 14:17

ჯო ბაიდენის ინაუგურაციის დროს, აშშ-ს 50-ვე შტატში ძალადობრივი საპროტესტო გამოსვლებია მოსალოდნელი, - ინფორმაციას BBC ფედერალური ბიუროს (FBI) განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. FBI-ს განცხადებით, დონალდ ტრამპის მხარდამჭერთა მხრიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით, შეიარაღებულ დაპირისპირებას ვარაუდობენ. 20 იანვარს, ინაუგურაციის დაწყებამდე, ვაშინგტონის ქუჩების უმეტესობა დაიკეტება. დედაქალაქს უკვე აკონტროლებენ ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები.

 

დღეს ცნობილი გახდა, რომ Facebook-ის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, აშშ-ში მცხოვრები მომხმარებლებზე გათვლილი რეკლამა, რომელიც საბრძოლო აქსესუარებსა და დამცავი აღჭურვილობას ეხება, იკრძალება. აკრძალვა, სულ მცირე, ორი დღე, იქამდე იმოქმედებს, ვიდრე ბაიდენის ინაუგურაცია არ ჩაივლის. იქამდე, ვაშინგტონში, ერთ-ერთ საკონტროლო პუნქტთან პოლიციამ დააკავა პირი, რომელსაც აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციაზე დასასწრები ყალბი აკრედიტაცია, იარაღი და 500 ვაზნა აღმოაჩნდა. სავარაუდოდ, ის ინაუგურაციაზე დამსწრე პირებზე თავდასხმას გეგმავდა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ