დღე: 25

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

18 იანვარს დიდ ქალაქებში სასწავლო პროცესი დისტანციური სწავლების გამოყენებით დაიწყება 17.01.2021 14:32

18 იანვარს დიდ ქალაქებში: თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, გორი, ფოთი, მარნეული და გარდაბანი სასწავლო პროცესი დისტანციური სწავლების სრულად ელექტრონული მოდელის გამოყენებით დაიწყება. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები სასწავლო პროცესს ასევე დისტანციურ რეჟიმში გააგრძელებენ. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ის სკოლები, სადაც მეორე სემესტრი საკლასო ოთახებში განახლდება, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სრულად უზრუნველყვეს პირბადეებით, დისტანციური, უკონტაქტო თერმომეტრებითდეზობარიერითა და ზედაპირების სადეზინფექციო სითხეებით.

გარდა ამისა, სკოლებში კორონავირუსის შემთხვევების დადასტურების შემთხვევაში გაგრძელდება პირველ სემესტრში აპრობირებული მიდგომა წერტილოვანი შეზღუდვების შესახებ. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესების განხორციელების პროცესს განათლების სამინისტრო სისტემატიურად დააკვირდება და განახორციელებს სკოლების მონიტორინგს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ