დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

მძევლად აყვანის ტენდენცია საქართველოში 17.01.2021 15:42

ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე კომენტარს აკეთებს კასპში მომხდარ დანაშაულზე, რა დროსაც საწარმოს ახალგაზრდა მეწილემ მძევლად აიყვანა ორი თანამშრომელი: 
კასპში მომხდარ დანაშაულთან დაკავშირებით ტყუილად ცდილობთ ზოგიერთი მედია მძევლად აყვანა ამ წლების ტენდენციად წარმოადგინოთ.
მაგალითისთვის წარმოგიდგენთ მძევლად ხელში ჩაგდების რამდენიმე წლის სტატისტიკას:
2007 - 21
2008 - 7
2009 - 27
2010 - 5
სხვა წლების სტატისტიკის მოძიება არ გაგიჭირდებათ.
გამოძიებამ სრულად უნდა გასცეს პასუხი კითხვებს კრიმინალურ გარჩევებთან და მუქარებთან დაკავშირებით. ასევე უნდა გაირკვეს, რატომ ცდილობდა ოკუპირებული ტერიტორიით გასვლას, რა კავშირები აქვს? ასევე საინტერესოა საამქროს წილების წარმომავლობა, სამსახურის დროს შეიძინა, თუ მერე და რამდენადაა დასაბუთებული? რაც არ უნდა მომხდარიყო, საკუთარი პრობლემების მოსაგვარებლად, სხვისი სიცოცხლის საფრთხის ქვეშ დაყენებას გამართლება არ აქვს.
შეგახსენებთ, რომ კასპში ქვის სამტეხლოში საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება. იკითხებიან იმ საწარმოს თანამშრომლები, სადაც ერთ-ერთმა მფლობელმა 2 მძევალი აიყვანა. რამდენიმე საათში კი ბრალდბულს, ყოფილ პოლიციელს, ბრალი უნდა წაუყენონ. ის ახლა წინასწარი დაკავების იზოლატორშია. კომენტარს არ აკეთებს საწარმოს ხელმძღვანელი, სადაც გუშინ მძევლად აყვანის ფაქტი მოხდა. იმ პირის ოჯახი, რომელსაც დაკავებულის ახლობლები მუქარაში ადანაშაულებენ, აცხადებს, რომ ოჯახის წევრს დაკავებულთან მხოლოდ მეგობრობა აკავშირებდა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ