დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

უკრაინამ, „საქართველო" ჩვენთვის ჯერ ისევ "გრუზია" არისო 17.01.2021 17:22

სიმონ კილაძის პოსტი:


ბრიტანულმა "ბი-ბი-სი"-მ კითხვა გაუგზავნა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს (Міністерство закордонних справ) - შემთხვევით თქვენც ხომ არ აპირებთ "გრუზია'ჯორჯიასათვის" (Грузія//Georgia), ლიეტუვას მსგავსად, Saqartwelo-ს დარქმევასო, რაზედაც სამინისტრომ უპასუხა - საქართველოს ჯერ არ მოუმართავს ჩვენთვის მსგავსი თხოვნით და ამიტომ ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგასო. სხვათა შორის, 2019 წელს ექს-პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ თქვა, რომ კარგი იქნებოდა უკრაინაში "გრუზია"-ს ნაცვლად ქართული სახელმწიფოს ეროვნული სახელწოდება - "საქართველო" გამოვიყენოთო.
"ჩემი შეხედულებით, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა დაიწყოს მოლაპარაკება საქართველოს ეროვნული სახელწოდების ოფიციალურად დასამკვიდრებლად", - განაცხადა მან, - ეს იქნებოდა ჩვენი მხარდაჭერის ჟესტი იმ ქვეყნისათვის, რომელიც ისევე როგორც ჩვენ, მრავალი წლის განმავლობაში ებრძვის რუსულ აგრესიას".

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ