დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

ლევან ბოძაშვილი - ჩინეთი გლობალურ ციფრულ ვალუტას გამოუშვებს - ეს სხვა არაფერია, თუ არა ოკუპაციის ახალი, თანამედროვე ფორმა 17.01.2021 17:40

დიპლომატი და იურისტი ლევან ბოძაშვილი ახალ ტექნოლოგიებსა და ჩინურ ანექსიაზე სოციალურ ქსელში საუბრობს: 

აშშ-სთან 5G მემორანდუმი არის ჩინური ანექსიისგან თავის დაცვის მექანიზმი. ასევე ფანჯარა დასავლური ტექ-ინვესტიციებისათვის. მაგრამ ამით ყველაფერი არ მორჩა. ჩინეთის ექსპანსიისა და ოკუპაციის მექანიზმი არის ტექნოლოგიები. დღეს სახელმწიფოს ტერიტორია, გარდა "მთა და ბარისა" არის ციფრული სივრცე. კერძოდ, მონაცემები. ხოლო კომპიუტერი არის "სად მისროლია ისარი (მაუსი)". ეროვნული უსაფრთხოება და დამოუკიდებლობა გადის ეროვნულ ციფრულ სუვერენიტეტზე და არა ტანკებზე. ჩინეთს აქვს პოტენციალი დეკადის ბოლოსთვის პრაქტიკულად გააკონტროლოს 2/3 მსოფლიო მონაცემების. ეს სხვა არაფერია თუ არა ოკუპაციის ახალი, თანამედროვე ფორმა და ნიშნავს, რომ ამ რაოდენობის მსოფლიო მოსახლეობა იქნება ჩინური მონობის ქვეშ. ამისათვის, ჩინეთმა "ზრუნვა" 2019 წელს დაიწყო და აგერ გუშინწინ გამოაცხადა სრულიად საგანგაშო რამ:
- ჩინეთის ეროვნული ბანკი გლობალურ ციფრულ ვალუტას გამოუშვებს და მასში სხვა ქვეყნების ვალუტების ინტეგრაციას მოახდენს -
- ყველა რეალური ვალუტა ციფრული სახით იქნება ინტეგრირებული ჩინურ ციფრული ვალუტის მექანიზმში, ხოლო ვაჭრობა, გადარიცხვები, გადახდები მოხდება მისი მეშვეობით. პრაქტიკულად ის ქვეყნები, ვინც არ იქნებიან ინტეგრირებულები, ვერ ივაჭრებენ ჩინეთთან. ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გვაქვს ჩვენც. ამიტომ, და არამარტო ამიტომ, ეს ჩვენც გვეხება. ეს იქნება გლობალური ციფრული ვალუტის სისტემა ჩინეთის ეროვნული ციფრული ვალუტის ქვეშ.
იბადება კითხვა: სად არის შინაგან "სამინისთრო"? სად არის ეროვნული "ბანქი", სად არის "მთავროფა"?

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ