დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

ოპოზიცია ხვალიდან შიდა კონსულტაციებს იწყებს 17.01.2021 18:18

ოპოზიცია ხვალიდან შიდა კონსულტაციების მორიგ რაუნდს იწყებს. "გირჩი" და "მოქალაქეები", რომლებსაც სადეპუტატო მანდატებზე ოფიციალურად ჯერ უარი არ უთქვამთ, ხვალ, სავარაუდოდ, "სტრატეგია აღმაშენებელს" შეხვდებიან. „კურიერის“ ინფორმაციით, მთავარი თემა იქნება შეთანხმება უმრავლესობასთან და ის მთავარი საკითხი, რის სანაცვლოდაც პარტიებმა პარლამენტში შესვლაზე უნდა იმსჯელონ. "გირჩისა" და "მოქალაქეებისთვის" ერთ-ერთი მთავარი თემა საარჩევნო სისტემაა.

 

"ეს ეხება ადგილობრივი არჩევნების ტესტად გამოყენებას.  თუ პრინციპულად ეს საკითხი მისაღებია ოპოზიციისთვის, ტექნიკურად, ვფიქრობთ, შესაძლებელი იქნება მოვიფიქროთ ფორმულირება, პლებისციტის ნაცვლად თუ როგორ გამოვიყენოთ პლებისციტის შინაარსით ადგილობრივი არჩევნები, რომელიც მაინც ტარდება რიგითობით შემოდგომაზე და ამით განვმუხტოთ პოლიტიკური კრიზისი," - აცხადებს "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერ ვახტანგ მეგრელიშვილი. "სტრატეგია აღმაშენებელში" ამბობენ, რომ ოპოზიციაში კონსულტაციების პროცესს ხელს არავინ შეუშლის, თუმცა, როგორც სერგო ჩიხლაძე აცხადებს, ახალ-ახალი წინადადებების წამოყენება არათანმიმდევრულად მიაჩნია.

"პოზიციები იგივეა, კონსულტაციები, რა თქმა უნდა, იქნება ოპოზიციაში და არავინ არავის კარს არ უკეტავს. ამ მოლაპარაკების პროცესში ვართ ჩვენ, ამ პროცესში ჩვენ რა წინადადებებიც გვაქვს, ჯერ არ განხილულა და მუდმივად ახალ-ახალი წინადადებების წამოყენება არათანმიმდევრული მგონია," - აღნიშნა სერგო ჩიხლაძემ.

 

კულუარული გეგმის არსებობას უარყოფენ ლელოში. ანა ნაცვლიშვილის თქმით, მის პოლიტიკურ ძალად კრიზისის მოგვარების ხედვა ღიად და გამჭვირვალედ აქვს გაჟღერებული: "ჩვენი ხედვა ამ კრიზისთან მიმართებაში გვაქვს ღიად, გამჭვირვალედ, ცხადად გაჟღერებული - როგორც საზოგადოებისთვის, ასევე მოლაპარაკების მხარეებისთვის და ფასილიტატორებისთვის.  რაიმე კულუარული და პლან B ჯიბეში არ გვიდევს იმ გაგებით, რომ რამეს არ ვმალავთ და არ ვკეკლუცობთ," - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ