დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

თურქეთის სანაპიროსთან ჩაძირული ტვირთმზიდის ეკიპაჟის 12 წევრი უკრაინის მოქალაქეა 17.01.2021 19:52

თურქეთის პროვინცია ბართინის ადმინისტრაციის ინფორმაციით, თურქეთის სანაპიროსთან მომხდარი კატასტროფის მიზეზი უამინდობაა. ჩაძირული მშრალტვირთმზიდ „არვინის“ ეკიპაჟის 12 წევრი უკრაინის მოქალაქეები არიან და არა რუსეთის, როგორც მანამდე გავრცელდა ინფორმაცია. გემზე იმყოფებოდა ეკიპაჟის კიდევ ერთი წევრი. ეკიპაჟის ორ წევრს მიაგნეს და მათთან მისვლას მაშველები ცდილობენ. ეკიპაჟის 6 წევრი გადაარჩინეს. გარდაცვლილია ორი მეზღვაური. 

 

„ინკუმუს რაიონში გემი „არვინი“ ჩაიძირა, რომლის ეკიპაჟის 12 წევრი უკრაინის მოქალაქეები არიან. გემი პალაუს დროშიც ცურავდა, რომელიც უამინდობის გამო ჩაიძირა. ის საქართველოდან ბულგარეთისკენ მიემართებოდა. ამ დროისთვის გადარჩენილია ეკიპაჟის ექვსი წევრი“ , - ნათქვამია ქალაქის ადმინისტრაციის ინფორმაციაში. გემის მფლობელი უკრაინული კომპანიაა და საქართველოდან ბულგარეთისკენ მიემართებოდა.

.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ