დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

თვითმფრინავს, რომლითაც ნავალნი მოსკოვში ბრუნდება, არ ეძლევა დაჯდომის შესაძლებლობა 17.01.2021 20:37

თვითმფრინავს, რომლითაც ნავალნი მოსკოვში ბრუნდება, არ ეძლევა დაჯდომის შესაძლებლობა. ალექსეი ნავალნის მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში უამრავი მხარდამჭერი და თანამოაზრე ელოდება. ისმის შეძახილები: ფაშისტები! გადადგეს პუტინი! 

"ჩვენ სახლში მივფრინავთ", - დაწერა ნავალნიმ "ინსტაგრამზე". ბედნიერი, ვარ ყველაფერი კარგად იქნება! „მაქვს ბედნიერი ნომერი - 13.“ - განაცხადა თვითმფრინავში ასვლისას ნავალნიმ. მან მომხრეებს თხოვნით მიმართა, რომ დახვდნენ. „ფეისბუქზე“ შეიქმნა სპეციალური გვერდიც "შევხვდეთ ნავალნის" , სადაც ათასობით ადამიანმა გამოხატა ინტერესი.

 

ტელეარხი „დოჟდი“ აცხადებს, რომ ტექნიკური პრობლემების გამო ვნუკოვოს აეროპორტი ჩაკეტეს. 

 

ოფიციალური ხელისუფლება აცხადებს, რომ თვითმფრინავი 20 საათზე დაჯდება აეროპორტში.

 

 

 

 

ცნობისთვის, ალექსეი ნავალნი ბერლინის კლინიკაში სამკურნალოდ 2020 წლის აგვისტოს, ნერვული აგენტით მოწამვლის შემდეგ, გადაიყვანეს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ