თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე გვიან ღამით ავარია მოხდა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს შეეჯახა - დაშავდა ორი პოლიციელი.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge თამუნა დუღაშვილი