დღე: 20

ღამე: 9

USD 2.68

EUR 2.8848

საქართველოში კორონავირუსის 110 ახალი შემთხვევა გამოვლინდა 18.01.2021 10:58

საქართველოში კორონავირუსის 110 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

 

ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 1 643 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 25 პაციენტი.

 

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 4 964 ტესტი, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით – 2 930, პისიარ-ტესტით – 2 034.

 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 247 915 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 234 636 გამოჯანმრთელდა, 2 958 კი გარდაიცვალა.

 

საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 460 ადამიანი, თვითიზოლაციაში იმყოფება 22 714 ადამიანი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge ნინო ოთარაშვილი

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ