დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

აზერბაიჯანში მოქალაქეები, რომლებიც კორონავირუსის წინააღმდეგ აიცრებიან, სპეციალურ პასპორტებს მიიღებენ 18.01.2021 11:14

აზერბაიჯანში ის მოქალაქეები, რომლებიც კორონავირუსის წინააღმდეგ აიცრებიან, სპეციალურ პასპორტებს მიიღებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, პასპორტების გაცემის საკითხი ასახულია „აზერბაიჯანის რესპუბლიკის 2021-2022 წლების კოვიდ-19-ის დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინაციის სტრატეგიაში", რომელიც დამტკიცებულია მინისტრთა კაბინეტის ბრძანებით.

 

შეგახსენებთ, აზერბაიჯანი მოსახლეობის ვაქცინაციას ჩინური კომპანია Sinovac Biotech-ის ვაქცინით დღეიდან იწყებს. ქვეყანა, პირველ ეტაპზე, ვაქცინის 4 მილიონ დოზას მიიღებს. პირველ რიგში სამედიცინო სფეროს მუშაკები აიცრებიან, 1-ელი თებერვლიდან კი 65 წლის ზემოთ პირების ვაქცინაცია დაიწყება.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge თამუნა დუღაშვილი

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ