დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

ტრამპი მასშტაბურ ამნისტიას გეგმავს 18.01.2021 12:12

ტელეკომპანია CNN–ის ინფორმაციით, აშშ–ის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 19 იანვარს ასი ათასი ადამიანის შეწყალებას აპირებს.

 

ტელეკომპანია წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ კვირას თეთრ სახლში სხდომა გაიმართა, რომელზეც შეთანხმდა კიდეც შესაწყალებელ პირთა სია. სავარაუდოდ, ჩამონათვალში შესულია „ვიკილიქსის“ დამფუძნებელი ჯულიან ასანჟიც, რომელიც ამ დროისათვის ლონდონის ციხეში იმყოფება და აშშ-ში მისი ექსტრადირების თაობაზე აპელაციის შედეგებს ელოდება. 

 

ტრამპი თავდაპირველად ადამიანთა ორი ჯგუფის შეწყალების შესახებ განცხადების გავრცელებას გასული კვირის ბოლოსთვის აპირებდა თანმიმდევრულად, მაგრამ ვაშინგტონში მომხდარი არეულობის გამო მისი გეგმები შეიცვალა. ამიტომ ის სავარაუდოდ ერთდროულად ასი ათასი ადამიანის შეწყალების თაობაზე გააკეთებს განცხადებას ჯო ბაიდენის ინაუგურაციის წინა დღეს — 19 იანვარს.

 

ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტი არ აპირებს საკუთარი თავის შეწყალებას, რაზეც მანამდე ამერიკული მედიასაშუალებები საუბრობდნენ, თუმცა CNN–ს მიაჩნია, რომ საპრეზიდენტო ვადის ბოლო დღეებში დონალდ ტრამპის ნაბიჯები შეიძლება არაპროგნოზირებადი ხასიათისა იყოს.   

 

ავტორ(ებ)ი :  CNN

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ