დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში მებაღეებისთვის თანამედროვე ტიპის კოტეჯები განთავსდა 18.01.2021 13:25

თბილისის მერიის მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში მომსახურე პერსონალის შრომისა და დასვენების პირობების გაუმჯობესების მიზნით, თანამედროვე ტიპის ხის კოტეჯები მოეწყო.  

 

ბოტანიკური ბაღის ლანდშაფტთან ვიზუალურად მორგებულ ეკომეგობრულ კოტეჯებში, რომლებიც ამ ეტაპზე ორ კოლაციაზეა განთავსებული, მოწყობილია გასახდელები, საშხაპეები და სველი წერტილები. 

 

მებაღეებისა და მომსახურე პერსონალის შრომის პირობებზე ზრუნვა საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რის გამოც ორგანიზაციის საჭიროების გათვალისწინებით, პროეტი მომავალშიც გაგრძელდება.

 

სამუშაოების ღირებულებამ 159 776 ლარი შეადგინა.

 

 

 

ავტორ(ებ)ი : geotime

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ