დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

ბექა ფერაძე - ბაკურიანში არც ერთი კერძო საცხოვრისი არც შემოწმებულა და არც დაჯარიმებულა 18.01.2021 13:36

მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ბაკურიანში ბინის მესაკუთრეებს საკუთარი ფართების გაქირავების აკრძალვისა და და მათი დაჯარიმების შესახებ,ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე უარყოფს და აცხადებს, რომ ეს იყო გეგმიური მონიტორინგი, რომლის ფარგლებშიც რამდენიმე აპარტამენტის სტატუსი შემოწმდა.

 

„ჩვენ ზედამხედველობას ვახორციელებთ არამხოლოდ ბაკურიანში, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით. ეს იყო გეგმური მონიტორინგი, რომელიც განხორციელდა ბაკურიანის ტერიტორიაზე. ამ შემთხვევაში, ჩვენ შევამოწმეთ რამდენიმე აპარტამენტის სტატუსტი, რამდენად იყვნენ ისინი სასტუმროს სტატუსის მატარებლები, თუ ისინი იყვნენ ჩვეულებრივი კერძო საცხოვრისები.

 

არცერთი კერძო საცხოვრისი არ შემოწმებულა შრომის ინსპექციის მხრიდან და მითუმეტეს, ჯარიმებზე არ ყოფილა საუბარი. დადგენილების მიხედვით აკრძალულია სასტუმროების ფუნქციონირება და მხოლოდ და მხოლოდ მისი გადამოწმება მოხდა და არ ყოფილა არავითარი ობიექტის დატოვებასთან დაკავშირებით მითითება ან სხვა რაიმე ზემოქმედება. ამაზე მეტყველებს ისიც, რომ არცერთი ჯარიმა არ არის დაწერილი. კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებები დღეს ყველასთვის ხელმისაწვდომია და თუ მსგავსი ფაქტი დაფიქსირდებოდა, ეს ყველასთვის იქნებოდა ცნობილი. გადაიღებდნენ ვიდეოს და ესეც იქნებოდა საფუძველი, თუმცა თქვენ იცით, რომ მსგავსი ტიპის არც ერთი მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი.

 

ზოგადად აკრძალულია გასართობი ღონისძიებები, სასტუმროების ფუნქციონირება. ამის მიზანია, რომ მობილობა იყოს შემცირებული და სიტუაცია იყოს კონტროლირებადი და კერძო საცხოვრისთან დაკავშირებით არც შორმის ინსპექციას და არც სხვადასხვა საზედამხედველო უწყებას რაიმე არაკანონიერი ქმედება არ განუხორციელებია“, - განაცხადა ფერაძემ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge თეა მოსაშვილი

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ