დღე: 27

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

ანა ნაცვლიშვილი - არ მიმაჩნია სწორად ინდივიდუალური შეხვედრები 18.01.2021 14:46

ახალ-ახალი ინიციატივების გაჩენა და საუბრის საჯარო სივრცეში დაწყება, მგონია, რომ ემსახურება მთავარი აქცენტის გადმოტანას "ქართული ოცნებიდან" ოპოზიციისკენ, რასაც პოზიტიური შედეგი ნამდვილად ვერ ექნება - ასე გამოეხმაურა "ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი, "გირჩის" ინიციატივას. 

 

"ჩვენ არაფერს არ ვგეგმავთ.  "გირჩმა" გააჟღერა სურვილი, რომ შეხვედრები ჰქონდეს. თუ ვინმეს აქვს შეხვედრის და საუბრის სურვილი, ჩვენ კარს არავის არ მივუხურავთ და მიუხედავად იმისა, რომელიმე იდეას წინასწარ ვიწონებთ თუ არა, საუბრის პრობლემა არ არის. მაგრამ, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეს განხილვა მოხდეს იმ ფორმატში, რომელიც შეთანხმებულია და შეიქმნა გასულ წელს, საერთო ოპოზიციური საუბრის ფორმატი. არ მგონია, რომ ცალ-ცალკე უნდა მოხდეს რაიმე წინადადების განხილვა, ამიტომ, თუ აქვთ საუბრის სურვილი ოპოზიციური ფორმატი ღიაა.

 

არ მიმაჩნია სწორად ინდივიდუალური შეხვედრები, მითუმეტეს, გაცხადებულია რა არის მათი წინადადება. ვფიქრობ, თუ ამ წინადადების ირგვლივ მოხდება განხილვა არსებულ ფორმატებში უნდა მოხდეს. ამ ახალ-ახალი ინიციატივების გაჩენა და საუბრის საჯარო სივრცეში დაწყება, მგონია, რომ ემსახურება მთავარი აქცენტის გადმოტანას "ქართული ოცნებიდან" ოპოზიციისკენ. პოლიტიკური კრიზისი შექმნა "ოცნებამ", მან უნდა მოიტანოს მეხუთე რაუნდზე წინადადება- განაცხადა ნაცვლიშვილმა 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge თეა მოსაშვილი

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ