დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო,მოძრაობა რამდენიმე ქუჩაზე შეიზღუდება 18.01.2021 14:58

თბილისის მერია მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობას განაგრძობს, – ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

 

მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში, მაჭავარიანის ქუჩაზე, ოპერატიული მართვის ცენტრის შენობიდან (112) ვაშლიჯვრისკენ, „ბიპის“ ბენზინგასამართ სადგურამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, მაგისტრალური წყალსადენისა და გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებია დაგეგმილი.

 

„ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 20 იანვრიდან 31 მარტამდე, მაჭავარიანის ქუჩის აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელი იქნება ცალმხრივად, ნუცუბიძის პლატოდან ვაშლიჯვრის მიმართულებით. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“,- აღნიშნულია მერიის განცხადებაში.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ