დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

გია ვოლსკი - ზოგიერთ ოპოზიციური პარტიას რევოლუცია სურს 18.01.2021 15:36

გია ვოლსკის განცხადებით, უნდა დაინიშნოს თუ არა რიგგარეშე არჩევნები, ამას საფუძველი სჭირდება, რომელსაც დროებითი საგამოძიებო კომისია შექმნის ან ნებისმიერი კომისია, რომელიც კომპეტენტურ პასუხს დადებს, შესაბამისად თვითმმართველობის არჩევნები რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირება სამართლებრივ ჩარჩოს სცილდება.

 

„რიგგარეშე არჩევნების დაკავშირება თვითმმართველობის არჩევნების შედეგებთან, სამართლებრივად ჩამოყალიბებული წინადადება არ არის. მიმაჩნია, რომ ყველა წინადადება განხილული უნდა იყოს, მაგრამ იმაზე უარის თქმა, რომ ეს გადაწყვეტილება კომისიამ გამოიტანოს, ნებისმიერი პოლიტიკური სუბიექტის სულ სხვა მოტივებზე მიანიშნებს. ოპოზიციური პარტიების დიდ ნაწილს არჩევნები არ აინტერესებს და მათი ამოცანაა, რევოლუციური რეჟიმის არსებობა და დესტრუქციული ქმედებების განხორციელება და არა რაიმე სახის გადათვლა, შეფასება და კომპეტენტური მსჯელობა, საჭიროა თუ არა რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა. ოპოზიციურ პარტიებს კომპეტენტური პასუხები უნდა ჰქონდეთ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

 

დეპუტატს მიაჩნია, რომ ოპოზიციაში შიდა კონსულტაციებს აზრი არ აქვს, რადგან პოლიტიკურ ჯგუფებს სხვადასხვა მისწრაფებები აქვთ ზოგს რევოლუცია სურს, ზოგს კი საკუთარი პოლიტიკური რესურსის გამოყენება..

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge თეა მოსაშვილი

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ