გიორგი გახარია კომპეტენტური და ძლიერი პიროვნებაა ამიტომ ის საჭიროდ ჩათვლის რაიმე ტიპის სამთავრობო ცვლილებას ის ამას განახორციელებს - აცხადებს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი.
მთავრობის ცვლილებების თემა სპეკულაციის საგანია. არსებობს პრემიერ- მინისტრი, კომპეტენტური და ძლიერი პიროვნება, რომელიც მთავრობის შემადგენლობას განაპირობებს. გიორგი გახარიამ მთავრობის ეს შემადგენლობა წარმოადგინა. მისი სიტყვა იყო ავტორიტეტული მაშინაც, როცა პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი იყო და ახლაც არის ავტორიტეტული. საკმაოდ დამაჯარებელი იყო ის დახასიათება, რომლის საფუძველზეც პრემიერმა მთავრობის ეს შემადგენლობა აირჩია. ასე რომ, გადამწყვეტია პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ახლაც და მომავალშიც. თუკი ვინმეს შეცვლას საჭიროდ ჩათვლის, რასაკვირველია, ის თავის მოსაზრებას გაგვიზიარებს. გახარია პრემიერის პოსტზე არის კომპეტენტური და გადაწყვეტილებებს იღებს გახარია", - განუცხადა ჟურნალისტებს გია ვოლსკიმ.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge თეა მოსაშვილი