დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

ფრიდონ ინჯია - ოპოზიცია მხოლოდ პარლამენტში იქნება სრულფასოვანი 18.01.2021 17:23

საპარლამენტო უმრავლესობის შემდეგ ოპოზიციის შეთავაზებებს გამოეხმაურა პარლამენტში შესული ოპოზიცია. როგორც  „ევროპელი სოციალისტების“ ლიდერმა ფრიდონ ინჯიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მმართველი გუნდის ოპონენტები უნდა შევიდნენ პარლამენტში, რადგან ამ შემთხვევაში ოპოზიციას მეტი ძალა ექნება და ისინი შეძლებენ იყვნენ სრულფასოვანი ოპოზიციონერები.

 

"პარლამენტს გარეთ დარჩენილი ოპოზიცია არ არის ჩამოყალიბებული, ისინი ამ თვეების განმავლობაში ვერ ჩამოყალიბდნენ ერთ პოზიციაზე", - განაცხადა  ფრიდონ ინჯიამ.

 

კითხვაზე, რომელ ოპოზიციურ პარტიასთან ითანამშრომლებდა ის და არის, თუ არა რომელიმე პარტია დღეს საკანონმდებლო შენობის გარეთ, რომლის ხედვაც მისაღებია, ინჯია არ ასახელებს მათ და ამბობს, რომ დიალოგი მაშინ დაიწყება, როცა ისინი (ოპოზიცია) ტრიბუნებიდან დაიწყებენ საუბარს.

ავტორ(ებ)ი : geotime

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ