დღე: 27

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

"ლელო" პარალელურ პროცესებში და კულუარულ შეხვედრებში მონაწილეობას არ მიიღებს 18.01.2021 18:17

,,ლელო’’  არ აპირებს პარალელურ პროცესებში მონაწილეობის მიღებას, არც კულუარულ შეხვედრებს და მით უმეტეს, არც რევოლუციური სცენარების დაანონსება-განხორციელებას, ეს უკანასკნელი ხელისუფლების ინტერესზე პირდაპირ ასხამს წყალს და ეს მათთვის მაშველი რგოლის გადაგდებას ნიშნავს", -  აცხადებს პარტია ,,ლელო საქართველოსთვის’’ ერთ-ერთი ლიდერი ლანა გალდავა რადიო ,, ჯორჯიან თაიმსის’’ ეთერში ეკა სეხნიაშვილის გადაცემაში ,,დროული დიალოგი’’

 

,,ლელო" საკუთარ გადაწყვეტილებებში თანამიმდევრულია, ჩვენი დღის წესრიგი და მოთხოვნა არ შეცვლილა, ვსაუბრობთ გახსნილად, შუამავალი ელჩებისა და ოპოზიციური სპექტრის თანდასწრებით, ამით გვსურს პოლიტიკურ დღის წესრიგში სიმართლის თქმის კულტურა დავამკვიდროთ და ერთხელ და სამუდამოდ დაესვას წერტილი შეთქმულებისა და კულუარული გარიგებების პრაქტიკას საქართველოში", - აცხადებს გალდავა რაც შეეხება,

 

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის საკითხს, გალდავას თქმით, გამარჯვებული პარტიის ლიდერები პოლიტიკიდან არ მიდიან. ,,ივანიშვილი წავიდა იმიტომ, რომ დამარცხდა ერთი და მეორეც, მისი საგარეო პოლიტიკის ვექტორი არ შეესაბამება საქართველოს პოლიტიკურ ინტერესებს, ამავდროულად მან თავიდან აიცილა ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კოლაფსის პასუხისმგებლობაც", - ამბობს ,,ლელოს’’ ერთ-ერთი ლიდერი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge თეა მოსაშვილი

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ