დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6753

EUR 2.8473

ენგურჰესის მშენებლობა ენერგოუსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. 18.01.2021 19:00

ამ განცხადებას ნათია თურნავა საქართველოს უმსხვილესი ჰიდროელექტროსადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტის განმახორციელებელი სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ აკეთებს.

 

ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, აღნიშნული მასშტაბური პროექტი 2021 წლის 20 იანვარს დაიწყება, ხოლო სადგურის ექსპლუატაციაში გაშვება 2021 წლის პირველ მაისს არის დაგეგმილი.

 

„ენგურჰესი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ობიექტი და იაფი ენერგიის წყაროა, რომელიც ექსპლუატაციაში შევიდა მე-20 საუკუნის 70-იან წლებში. მისი უსაფრთხო ექსპლუატაციისთვის პერიოდულად აუცილებელია სადგურზე სარეაბილიტაციო – სარემონტო სამუშაოების ჩატარება. რის შედეგადაც სადგურის მიერ წყლის დანაკარგი შემცირდება, ელექტროსადგურის გამომუშავება კი მოიმატებს,“ – განაცხადა მინისტრმა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ