დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

ილონ მასკმა საგანმანათლებლო ჯგუფ KHAN ACADEMY-ის 5 მლნ აშშ დოლარი შესწირა 18.01.2021 19:43

მასკმა დონაცია Musk Foundation-ის მეშვეობით განახორციელა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ილონ მასკის ქველმოქმედებას KHAN ACADEMY-ის დამფუძნებელი სელმან ხანი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აღნიშნული ფინანსური მხარდაჭერა აკადემიას დაეხმარება საგანმანათლებლო თემატიკის დახვეწაში, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც სკოლის ასაკის ბავშვებისათვის, ასევე, კოლეჯის სტუდენტებისთვის.

გამოცემა წერს, რომ KHAN ACADEMY-ის პლატფორმას 120 მილიონი მომხმარებელი ჰყავს და თვეში, დაახლოებით, 30 მილიონი სტუდენტი აქტიურად იყენებს აღნიშნულ პლატფორმას.

როგორც KHAN ACADEMY-ის დამფუძნებელი აცხადებს, პლატფორმაზე მოთხოვნა კიდევ უფრო მეტად გაიზარდა პანდემიის პირობებში, როდესაც სკოლების უმეტესობა დისტანციურ სწავლებაზეა გადასული.

KHAN ACADEMY 2002 წელს დაფუძნდა და არაკომერციული ორგანიზაციაა, რომლის მიზანია, განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. პლატფორმის საგანმანათლებლო ვიდეოები 36 ენაზე ითარგმნება.

ავტორ(ებ)ი : CNN

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ