დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

ამირან გამყრელიძე - საქართველოს 700 000 მოქალაქისთვის 1400000 დოზა ვაქცინა უკვე ნაყიდია 18.01.2021 19:51

 

საქართველოს 700 000  მოქალაქისთვის  1400000 დოზა ვაქცინა უკვე ნაყიდია და ეს ნიშნავს, რომ მოსახლეობის 20 %-ის აცრა ახალ კოვიდვირუსზე თებერვლის შუა  რიცხვებიდან შეეძლება. როგორც  დღეს რადიოჯორჯიან თაიმსისეთერში, მალხაზ გულაშვილის გადაცემაშირეალური პოლიტიკა“  დაავადებათა კონტროლის  ეროვნული  ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, ამ რაოდენობის  ვაქცინის შესაძენად  თანხა უკვე გადახდილია.

მისი თქმით, ამ ეტაპზე  მიზანია  მოსახლეობის 60 პროცენტის  ვაქცინაცია (ბავშვები მოწყვლად ჯგუფში არ შედიან). 20 პროცენტისთვის ვაქცინა შეძენილია და დანარჩენი 40 პროცენტისათვის  საჭირო რაოდენობის ინექციის შესაძენად მიმდინარეობს მოლაპარაკებები ევროკავშირის  ბევრ ქვეყანასთან, ინდოეთთან, რომელსაც  ლიცენზია დასამზადებლად ასტრა-ზენეკამ  მისცა, ასევე  დონორებთან და  ჩინეთთან.

სულ გვჭირდება 3 900 000  დოზა მოსახლეობის 60%-ის  ასაცრელად“, -  განაცხადა ამირან გამყრელიძემ. რაც შეეხება  პრიორიტეტულ ჯგუფებს, პირველ ეტაპზე იცრებიან სამედიცინო სფეროს მუშაკებიმოხუცთა სახლების ბენეფიციარები და  მათი მომვლელებიშემდეგი ეტაპი მოიცავს 75 წელს ზემოთ ასაკის  ადამიანებს; 65 წელს ზემოთ პირებს; 55 წელს გადაცილებულ მოსახლეობას და  ბოლოს, 55 წელს  ქვემოთ ასაკის ადამიანებს.

მცირედი შესწორებებით, მაგრამ ძირითადად ამ პრინციპით ცრიან სხვა  ქვეყნები თავიანთ მოქალაქეებს და ესაა აღიარებული  მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის  მიერ“, -  განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

ავტორ(ებ)ი : geotime

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ