დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

გაიზრდება თუ არა ქვეყანაში პურისა და ფქვილის ფასი 19.01.2021 14:05

პურის მცხობელთა ასოციაციის თავმჯდომარე მალხაზ დოლიძე მიიჩნევს, რომ საქართველოში ფქვილისა და პურის ფასის ზრდა არაა მოსალოდნელი.


როგორც  მალხაზ დოლიძემჯორჯიან თაიმსთნსაუბარში განაცხადა, პურის ფასზე სუბსიდირების პროგრამა მოქმედებს, ქვეყანაში კი საკმარისი ხორბლის მარაგი გვაქვს.


ამჟამად საქართველოში 30 000 ტონა ამერიკული ხორბალი შემოვიდა. დღესდღეობით, საქართველოს 120 000 ტონა ხორბალი აქვს, რაც 4 თვის მარაგია. 4 თვის მანძილზე შესაძლებელია, ხორბლის ბაზარზე ფასები უფრო შემცირდეს, რადგან ძველი მოსავლისგან თავისუფლდებიან და ამ დროს ფასები ვარდება.


რუსეთმა მართალია ფასები გაზარდა, მაგრამ ფაქტია, რომ ბევრი ვერ გაყიდა, მყიდველი არ ჰყავდა. ვფიქრობ, რომ ფასები შედარებით დაიკლებს, რადგან ჩვენც და სომხეთსაც უკვე გვაქვს მარაგი. ასევე, მალე ახალი მოსავლისთვის დაიწყება მზადება და საცავებს ათავისუფლებენ.


ჩვენს ქვეყანაში კი სუბსიდირების გაძვირება ენერგო მატარებლებისა და კომუნალური ხარჯების მომატებამ გამოიწვია,"- განაცხადაჯორჯიან თაიმსთანსაუბარში მალხაზ დოლიძემ.


შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო პირველი ხარისხის ფქვილს ასუბსიდირებს, რისთვისაც საერთო ჯამში 10 მილიონი ლარი დაიხარჯება. პროგრამა პირველ დეკემბერს დაიწყო და 4 თვის განმავლობაში გაგრძელდება.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge ნინო ოთარაშვილი

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ