დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

ზურა ჯაფარიძე - არანაირი მოლაპარაკებები "ქართულ ოცნებასთან" არ მქონია 19.01.2021 16:23

პოლიტიკური პარტიის "გირჩი - მეტი თავისუფლება" თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძე  ყოფილ თანაგუნდელს, იაგო ხვიჩიას განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, იგი ზურაბ ჯაფარიძისგან იგებდა იმ შეთავაზებების შესახებ, რომელიც "ოცნებას" ოპოზიციის მიმართ ჰქონდა.

 

"არანაირი მოლაპარაკებები "ქართულ ოცნებასთან" არ მქონია. საერთოდ, "ოცნებასთან" კომუნიკაცია არ მქონია ბევრი წელია. ბოლოს რაც მახსენდება, იყო 2018 წლის ზაფხული, როცა მე მქონდა კომუნიკაცია ერთ-ერთ მინისტრთან, ისიც კონკრეტულ თემაზე, რომელსაც მაშინ "გირჩი" ლობირებდა. ამ ადამიანს აინტერესებდა რაღაც საკითხები ამ თემის გარშემო. მას შემდეგ, მე "ოცნებასთან" კომუნიკაცია არ მქონია არასდროს,"- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ