დღე: 24

ღამე: 11

USD 2.6699

EUR 2.845

სებასტიან მოლინეუსი გიორგი გახარიას საინტერესო შეხვედრისთვის მადლობას უხდის 19.01.2021 16:46

მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსი, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. სებასტიან მოლინეუსი გიორგი გახარიას შეხვედრისთვის მადლობას უხდის და ხაზს უსვამს, რომ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყნის მოსახლეობის ვაქცინაციის გეგმას, ასევე ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებისკენ მიმართულ სტრუქტურულ რეფორმებს.

 

„მადლობას ვუხდი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შესანიშნავი შეხვედრისთვის, რომლის დროსაც ქვეყნის მოსახლეობის ვაქცინაციის გეგმა განვიხილეთ. ვისაუბრეთ ასევე ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებისკენ მიმართულ სტრუქტურულ რეფორმებზე და მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონისთვის განკუთვნილ დახმარებაზე, რაც საქართველოში ეკონომიკის სიძლიერესა და შოკებისადმი მედეგობას უზრუნველყოფს“,- წერს სებასტიან მოლინეუსი.

 

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge თამუნა დუღაშვილი

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ