დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6802

EUR 2.8555

დავით ზალკალიანმა ესპანეთის პრემიერ-მინისტრთან პედრო სანჩესთან შეხვედრა გამართა 19.01.2021 18:26

გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 113-ე სესიის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ესპანეთის პრემიერ-მინისტრთან პედრო სანჩესთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ „ჯორჯიან თაიმსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

 

საგარეო უწყების ინფორმაციით, მინისტრმა ესპანეთის მთავრობის მეთაურს გადასცა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სურვილი პირველივე შესაძლებლობის დროს უმასპინძლოს მას თბილისში.

 

დავით ზალკალიანმა ასევე მადლობა გადაუხადა ესპანეთის პრემიერს ესპაენთის "სოლიდარობის გეგმისთვის", რომელიც ითვალისწინებს ესპანეთის მჭიდრო თანამშრომლობას პარტნიორ სახელმწიფოებთან COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინის ხელმისაწვდომობის პროცესში.

 

ყურადღება გამახვილდა ასევე საქართველო-ესპანეთის წარმატებულ თანამშრომლობაზე და იმ მაღალ მხარდაჭერაზე რაც საქართველოს აქვს ესპანეთის მხრიდან ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის, ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge თამუნა დუღაშვილი

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ