დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

აშშ-მა გაზსადენის „ჩრდილოეთ ნაკადი-2“ მშენებლობაში მონაწილე რუსულ ხომალდ „ფორტუნას“ სანქციები დაუწესა 19.01.2021 20:27

აშშ-მა გაზსადენის „ჩრდილოეთ ნაკადი 2“ მშენებლობაში მონაწილე რუსულ ხომალდ „ფორტუნას“ სანქციები დაუწესა. შესაბამისი ინფორმაცია სახაზინო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. სანქციები ასევე დაუწესდა ხომალდის მფლობელ რუსულ კომპანიას. შეზღუდვები ითვალისწინებს ექსპორტის, საბანკო და სავალუტო ოპერაციების აკრძალვას, ასევე აქტივების დაყადაღებას. რუსულ ხომალდსა და კომპანიას სანქციები დაუწესდა „ამერიკის მოწინააღმდეგეებისთვის სანქციების გზით წინააღმდეგობის გაწევის შესახებ“ კანონის ფარგლებში. გარდა ამისა, „შავ სიაში“ მოხვდნენ რუსული კომპანია „რუსტანკერი“ და ტანკერები „მასქიმ გორკი“ და „სიერა“.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ